მოთხოვნები
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი
იპოვნეთ ადვოკატი
რომელიც გესაჭიროებათ
მეტი ინფორმაცია
ჩვენს შესახებ

გვარამაძის საპატენტო ბიურო დაარსდა საქართველოში 1993 წლის გაზაფხულზე პატენტრწმუნებულის და ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორის, შალვა გვარამაძის მიერ. გვარამიძის საპატენტო ბიუროს პრედისტორია მოიცავს შალვა გვარამაძის საქმიანობას 1991-1992 წლებში, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია, დამოუკიდებელი საქართველოს სამრეწველო საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში კონცეფციის მომზადებასა და შემგდომ სფეროსთვის საჭირო ძირითადი სამართლებრივი აქტების მომზადებასთან.

1991 წლის დეკემბრის ბოლოსსაბჭოთა კავშირი დაიშალა.

1991 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნდა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პატენტების და სასაქონლო ნიშნების კანონები. 1992 წლის მარტს ეს კანონპროექტები დამტკიცდა დებულებით და 1992 წლის 1 მაისს საქართველოს საპატენტო უწყებამ დაიწყო მუშაობა. ეს იყო პირველი საპატენტო უწყება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

დოქტორი შალვა გვარამაძე განაგრძობდა მის მოღვაწეობას საინიციატივო ჯგუფში და 1992 წლის ზაფხულში მოამზადა ინსტრუქციები. მანანა დავითაშვილი, ქიმიის დოქტორი მერი კაკაურიძე, სასაქონლო ნიშნების სპეციალისტი სლავა მესხი, მათემატიკის და კომპიუტერული ქსელების დოქტორი ლალი გოგილაშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ბაწაშვილი და კომპიუტერული ბაზების მენეჯერი შალვა გვარამაძე, იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პატენტრწმუნებულებად 1993 წლის 12 იანვარს. პირველ ეტაპზე, პატენტრწმუნებულმა შალვა გვარამაძემ მისი საქმიანობა, მარტომ დაიწყო. შემდეგ კი, სხვა პატენტრწმუნებულებთან და თანაშემწეებთან ერთად შექმნა გვარამიძის საპატენტო ბიურო. 1998 წელს, საქართველოს პარლამენტში უკვე არსებულმა კომისიამ განაახლა მუშაობა და დოქტორი შალვა გვარამაძეც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალი კანონპროექტების მომზადებაში. საქართველოს პარლამენტის ახალი კანონები დამტკიცდა და ძალაში შევიდა 1999 წელს. ოთხმოცდაათიანი წლებისბოლოს, გვარამაძის საპატენტო ბიურო, საქართველოში სამრეწველო საკუთრების უფლებების დაცვაში წამყვანი ფირმა გახდა. ბიუროში აგრეთვე შეიქმნა სავაჭრო ნიშნებისა და პატენტებისჯგუფი. ბიუროში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა ინსტიტუტების მაღალკვალიფიციური ტექნიკური და სამეცნიერო დარგების პროფესიონალები მოიწვიეს სამუშოდ. მოწვეული სპეციალისტები მაღალი დონის პროფესიონალები არიან და აქვთ შესაძლებლობა ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყონ ყველა ტექნიკური სფერო. მათშორის: ორგანულიქიმია, ფარმაკოქიმია, ბიოტექნიკა, მექანიკა, მექანიკური ინჟინერია, ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაციური სისტემები. ბიუროში აგრეთვე შეიქმნა ადვოკატთაჯგუფი. მიუხედავად იმისა რომ,ამ სფეროში სამუშაოს მოცულობა მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კლიენტების ინტერესების დაცვა საქართველოს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სავაჭრო ნიშნისა და პატენტების მიმართ. ბიუროს აგრეთვე შეუძლია უზრუნველყოს .ge დომენის სახელების რეგისტრაცია და განახლების მომსახურება.

საქართველოს შესახებ
გვარამაძის საპატენტო ბიურო
სულხან ცინცაძის ქ.#36,
თბილისი 0160, საქართველო

      (+995 32) 2 36 72 33
      (+995 32) 2 36 72 28

      info@gvaramadze.com