მოთხოვნები
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი
იპოვნეთ ადვოკატი
რომელიც გესაჭიროებათ
მეტი ინფორმაცია
სიახლეები
29/05/2017 139 - ე ყოველწლიური შეხვედრა INTA, ბარსელონა, 20 - 24 მაისი, 2017

გვარამაძის საპატენტო ბიუროს პატენტრწმუნებულმა შალვაა გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო სასაქონლო ნიშნების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში რომელიც ჩატარდა ბარსელონაში 2017 წლის 20-24 მაისს.
კონფერენციაზე მის მიერ მოსმენილ იქნა სხვადასხვა მოხსენებები ამ დარგში და გარდა ამისა ჰქონდა მრავალი შეხვედრა პარტნიორებთან და პოტენციურ კლიენტებთან, რომლებთანაც ჰქონდა საუბარი სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

18/04/2017 AIPPI ბალტიის პირეთის ქვეყნების მეთორმეტე კონფერენცია

პატენტრწმუნებულმა შალვა გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ბალტიისპირეთის ქვეყნების (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) AIPPI გაერთიანებულ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა იურმალაში 2017 წლის 12 - 13 აპრილს. 

07/04/2017 139 - ე ყოველწლიური შეხვედრა INTA, ბარსელონა, 20 - 24 მაისი, 2017

გვრამაძის საპატენტო ბიუროს უფროსი პატენტრწმუნებული - შალვა გვარამაძე დაესწრება 139-ე ყოველწლიურ შეხვედრა INTA -ს, რომელიც ჩატარდება ბარსელონაში, 2017 წლის 20-24 მაისს. 

07/04/2017 AIPPI ბალტიის პირეთის ქვეყნების მეთორმეტე კონფერენცია რიგაში

პატენტრწმუნებული შალვა გვარამაძე მონაწილეობას მიიღებს ბალტიისპირეთის ქვეყნების (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) AIPPI გაერთიანებულ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება რიგაში 2017 წლის 10 - 13 აპრილს. 

31/03/2017 ჩვენი გუნდი

შალვა გვარამაძე

 

პატენტრწმუნებული - ბიუროს ხელმძღვანელი.

საქმინობის სფერო: მიმოწერა, აპელაციები და ოპოზიციები პატენტებში; აპელაციები და ოპოზიციები სასაქონლო ნიშნებში.

განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა -ბიოფიზიკა/ბიოკიბერნეტიკა.

სამეცნიერო ხარისხი: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი კომპიუტერების ტექნიკურ სისტემებში.

სამეცნიერო პუბლიკაციებისა და გამოგონებების ავტორი. საპატენტო საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 1976 წლიდან. შემდგომ მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1993 წელს გაიარა რეგისტრაცია როგორც პატენტრწმუნებულმა და ჩამოაყალიბა შემდგომ 2 წელიწადში გვარამაძის საპატენტო ბიურო. ეს მისი საქმიანობის ერთ - ერთი სფეროა. 

2001 წელს არჩეულ იქნა AIPPI-ს საქართველოს ეროვნული ჯგუფის პრეზიდენტად.

2014 წელს ის კვლავ აირჩიეს AIPPI-ს საქართველოს ეროვნული ჯგუფის პრეზიდენტად.

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პროფესიონალურ შეკრებებში - AIPPI, INTA, MARQUES, ECTA და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში.

არჩეულია რუსეთის ფედერაციის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრ - კორესპონდენტად.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

მანანა ახალკაცი

 

განათლება: უმაღლესი, დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტი - ინგლისური ენის განყოფილება.

შეუერთდა გვარამაძის საპატენტო ბიუროს 1993 წელს და დღემდე საქმიანობს ბიუროში.

ბიუროში საქმიანობის სფერო: ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმოწერის მომზადება, მონაწილეობა ახალ სასაქონლო ნიშნებზე განაცხადების მომზადებაში, საქონლისა და მომსახურებების ჩამონათვალის თარგმანი ინგლისურიდან ქართულად და პირიქით. სასაქონლო ნიშნებზე მოკვლევის ჩატარება საქართველოში, მოკვლევის შედეგებზე ანგარიშების მომზადება, ინვოისების მომზადება გაწეულ მომსახურებებზე. საპატენტო განაცხადებზე საქპატენტის ექსპერტიზის მიერ გაცემული შეტყობინება მოთხოვნების თარგმანი ინგლისურად. საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებული სასაქონლო ნიშნების მონაცემების თარგმანი. ახალი კლიენტებისათვის ბიუროს საქმიანობის გაცნობითი კორესპონდეციის მომზადება, საჭირო მომსახურებების ჩამონათვალისა და საფასურების შეტყობინება.

 

ლალი გოგილაშვილი

 

განათლება: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1966-1971, სპეციალობა: ქიმიკოს- ტექნოლოგი.

ქ. მოსკოვის ზულინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ისნტიტუტის ასპირანტურა 1979-1983 წ, სპეციალობა: ბიოორგანული ქიმია.

1983 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 1972 წ.-დან ლაბორანტი, 1976 უმცროსი მეცნიერ - თანამშრომელი, 1986 წ. უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.

ბიუროს შეუერთდა 1999 წლის სექტემბრიდან და  დღემდე მოღვაწეობს როგორც ბიოორგანული ქიმიის ექსპერტი.  

 

ნინო ჭავჭანიძე

 

განათლება: უმაღლესი, 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანება “მიონში” ინტეგრალური სქემების ტექნოლოგიურ განყოფილებაში. მონაწილეობდა ინტეგრალური სქემების ტექნოლოგიური ციკლის შემუშავებაში. შემდგომ მუშაობა გააგრძელა ამავე გაერთიანების მთავარი ტექნოლოგიის განყოფილებაში წამყვანი ინჟინერის თანამდებობაზე.

1992 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ექსპერტის თანამდებობაზე სასაქონლო ნიშნების განყოფილებაში. 1998 წლიდან 2010 წლამდე იყო „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი. „საქპატენტში“ მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სამრეწველო ნიმუშების ექსპერტიზასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტებისა და მეთოდური მასალების შემუშავებაში.

2012 წლის აპრილიდან დღემდე მუშაობს გვარამაძის საპატენტო ბიუროში სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსად.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ოლღა თვარაძე

 

განათლება: უმაღლესი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის საპატენტო ჯგუფის უფროსი.

გვარამაძის საპატენტო ბიუროს შეუერთდა 1993 წელს და დღემდე ბიუროს წევრია.

ბიუროში საქმიანობა: საპატენტო განაცხადების მიღება, გაფორმება და მომზადება წინასწარი ექსპერტიზისათვის, საპატენტო განაცხადზე შემდგომი საქმისწარმოება, მიმოწერა „საქპატენტთან“ და განმცხადებელთან.

 

ეკატერინე ნემსაძე

 

განათლება: უმაღლესი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2010 წლიდან არის საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. AIPPI-ს საქართველოს ეროვნული ჯგუფის წევრი.

2012 წლიდან არის საქართველოს პატენტრწმუნებული.

გვარამაძის საპატენტო ბიუროს შეუერთდა 2004 წელს - პატენტრწმუნებულის ასისტენტი - იურისტი და დღემდე საქმიანობს ბიუროში.

ბიუროში საქმინობის სფერო: წარმოადგენს კლიენტების ინტერესებს სამართლებრივ წარმოებაში „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში და საქართველოს სასამართლოებში (სამოქალაქო და ადმინისტრაციული წარმოება). აწარმოებს საკონსულტაციო საქმიანობას სასაქონლო ნიშნების დარგში, საასქონლო ნიშნების აპელაციებისა და ოპოზიციების მომზადებას და წარმოებას, წარმოებას სასაქონლო ნიშნების დარგში უფლებების დარღვევაზე, კონტრაფაქციულ საქონელთან დაკავშირებულ წარმოებას, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებებთან დაკავშირეულ წარმოებას საბაჟო დეპარტამენტთან.

 

გულსუნდა ლოლაძე

 

განათლება: უმაღლესი 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროქიმიის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება: 1972-93 წლებში მუშაობდა სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანება „მიონში“ ინჟინერ - ტექნოლოგად ელექტროქიმიის განხრით.

1993 -2012 წლებში მუშაობადა საქართველოს ინელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ქიმიის დარგში ექსპერტის თანამდებობაზე.

გვარამაძის საპატენტო ბიუროს შეუერთდა 2012 წლის მაისიდან.

ბიუროში საქმიანობა: საპატენტო განაცხადების მომზადება „საქპატენტში“ შესატანად, ექსპერტიზის მიერ გაცემული დოკუმენტების - ძიების ანგარიში, დოკუმენტური დასკვნა ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის, ექსპერტიზის გადაწყვეტილებების გაფორმება განმცხადებლისათვის გასაგზავნად, ინვოისების შედგენა თანმხლებ კორესპოდენციასთან ერთად, საპატენტო ძიების ჩატარება.

 

ეკატერინე ლეფსვერიძე

 

დაიბადა ქალაქ  თბილისში 1985 წლის 25 მარტს.

2006 წელს დაამთავრა გერმანულენოვანი ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი. გაიარა პრაქტიკა გერმანიაში როგორც ბიზნეს მენეჯმენტის ასევე საპატენტო იურიდიულ კომპანიაში.

ბიუროში საქმიანობა: სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაში ცვლილებების მომზადება ჩაბარება, საპატენტო ბიუროს ფინანსური მენეჯმენტი.

ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

 

ლევან გვარამაძე

 

დაიბადა ქალაქ თბილისში 1978 წლის 16 ივლისს.

2001 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წლიდან არის საქართველოს პატენტრწმუნებული.

გვარამაძის საპატენტო ბიუროში მუშაობს 2000 წლიდან.

ბიუროში საქმიანობის სფერო: სააპელაციო განცხადებებისა და ოპოზიციების მომზადება - ჩაბარება, წარმომადგენლობა სააპელაციო პალატაში.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

 

მანანა დავითიშვილი

 

დაიბადა თბილისში 1955 წელს 21 აპრილს.

1977 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის განხრით.

1988 წელს დაიცვა დისერტაცია - ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.

1977-1979 წლებში მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე.

1980-2003 წლებში ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სტეროიდების სინთეზის განყოფილებაში.

2003-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საპატენტო განყოფილებაში.

გვარამაძის საპატენტო ბიუროში მუშაობს 1995 წლიდან.

ბიუროში საქმიანობის სფერო: ქიმიის, ბიოლოგიის მედიცინის და ფარმაციის დარგებში საპატენტო განაცხადების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; არსებითი ექსპერტიზის სტადიაზე მიმოწერა ექსპერტიზასთან და განმცხადებელთან; ექსპერტიზის მოთხოვნების სამართლიანობის შესწავლა და განმცხადებლისათვის კომენტარების მიწოდება და ა.შ.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. 

საქართველოს შესახებ
გვარამაძის საპატენტო ბიურო
სულხან ცინცაძის ქ.#36,
თბილისი 0160, საქართველო

      (+995 32) 2 36 72 33
      (+995 32) 2 36 72 28

      info@gvaramadze.com